Header background image Second header background image Background image

Priceless Global Privacy Notice

ძალაში შესვლის თარიღი: 23/02/2024 

 

Mastercard International Inc., Mastercard Europe SA და მათი აფილირებული პირები და Mastercard-ის ჯგუფის კომპანიებში შემავალი სხვა მხარეები (ერთობლივად “Mastercard”, “ჩვენ”, “ჩვენს” ან “ჩვენი”) იცავენ თქვენს კონფიდენციალურობას. 

 

Priceless-ის კონფიდენციალურობის დაცვის ეს გლობალური შეტყობინება (“კონფიდენციალურობის შეტყობინება”) ვრცელდება პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე Priceless-ის გადაწყვეტილებების კონტექსტში რისთვისაც ჩვენ ვმოქმედებთ როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (“Priceless-ის სერვისები”). ჩვენი Priceless-ის გადაწყვეტილებები აძლევს შესაძლებლობას უფლებამოსილ ბარათის მფლობელებს მიიღონ წვდომა შეთავაზებებზე, საპრიზო გათამაშებებზე და მიიღონ სხვა სარეკლამო შეთავაზებები და შესაბამისი მასალა (ერთობლივად “შეთავაზებები”).  აღნიშნული მოიცავს ჩვენს Priceless-ის B2C (ბიზნესის მომხმარებელთან ურთიერთობა) ვებ-გვერდს (https://www.priceless.com/) და ჩვენს Priceless-ის B2C გადაწყვეტილებებს.   

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ჩვენ ვამუშავებთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას და მათივე სახელით Priceless-ის ზოგიერთი B2B გადაწყვეტილების კონტექსტში, ჩვენ ვმოქმედებთ როგორც მონაცემთა დამმუშავებელი და ამ კონტექსტში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე არ ვრცელდება წინამდებარე “კონფიდენციალურობის დებულება”. ანალოგიურად, როდესაც სავაჭრო ობიექტი ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, იმისათვის, რომ გაგიკეთოთ სპეციალური შეთავაზება, ისინი წარმოადგენენ მონაცემთა დამმუშავებლებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებისთვის. თქვენი პერსონალური ინფორმაციის ამ კონტექსტებში დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ მათ შესაბამის კონფიდენციალურობის პოლიტიკებს. 

 

კონფიდენციალურობის ეს დებულება აღწერს ჩვენ მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების ტიპებს, მიზნებს, რისთვისაც ვაგროვებთ ამ პერსონალურ მონაცემებს, სხვა მხარეებს, რომლებსაც შეიძლება გავუზიაროთ ისინი, მათ შორის სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც გიკეთებენ შეთავაზებებს და ზომებს, რომლებსაც ვიღებთ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად. ის ასევე გაცნობებთ თქვენი უფლებებისა და არჩევანის შესახებ თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით და როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის გასაახლებლად ან ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში. 

 

Ბავშვები და არასრულწლოვნები (18 წლის ქვემოთ) არ არიან უფლებამოსილი ისარგებლონ Priceless-ის სერვისებით. Mastercard-ის კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ Mastercard-ის კონფიდენციალურობის დაცვის გლობალური დებულება შემდეგ ვებ-გვერდზე https://www.mastercard.com.ge/ka-ge/vision/privacy.html ან სხვა შესაბამისი კონფიდენციალურობის დებულებები. 

 

ჩვენი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს იმ ქვეყნების მიხედვით, რომლებშიც ვსაქმიანობთ, რათა ავსახოთ ადგილობრივი პრაქტიკა და სამართლებრივი მოთხოვნები. თუ თქვენ ხართ ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA), შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის ან ისრაელის რეზიდენტი, ეს კონფიდენციალურობის დებულება მოგეწოდებათ Mastercard Europe SA-ის მიერ, რომელიც მოქმედებს როგორც მონაცემთა დამმუშავებელი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებისთვის ინფორმაციის დამუშავების მომსახურების კონტექსტში.თუ თქვენ ცხოვრობთ შეერთებულ შტატებში, “ნაწილი 11. აშშ-ს კონფიდენციალურობის დამატება” დამატებით განსაზღვრავს ამ კონფიდენციალურობის დებულების შინაარსს კონკრეტული შტატებისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნულ ნაწილში. 



ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი პერსონალური მონაცემები: 

 

  • სარეგისტრაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია. 
  • თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი (16-ნიშნა გადახდის ბარათის ნომერი). 
  • ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ priceless™-ით სარგებლობასთან, შეგროვებული ქუქიების და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების საშუალებით. 

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები: 

 

  • თქვენთან კომუნიკაციისთვის. 
  • priceless™-ის მოსაწოდებლად, გასაუმჯობესებლად და განსავითარებლად.
  • უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად. 
  • მარკეტინგული მასალების მოსაწოდებლად. 
  • თქვენზე მორგებული კონტენტის შემოსათავაზებლად. 
  • მონაცემთა ანალიზისთვის. 
  • ჩვენი გამოყენების პირობებისა და სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. 

ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები: 

 

  • Mastercard-ის სათაო ოფისს აშშ-ში, ჩვენს ფილიალებსა და Mastercard-ის კომპანიების ჯგუფში შემავალ სხვა ორგანიზაციებს. 
  • ჩვენს სერვის პროვაიდერებს, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი სახელით. 
  • საგადახდო ეკოსისტემის სხვა მონაწილეებს, მათ შორის საგადახდო ბარათების გამცემს, შემძენებს და სავაჭრო ობიექტებს. 
  • მესამე პირებს თაღლითობის მონიტორინგისა და პრევენციის მიზნით, ან სხვა კანონიერი მიზნებისთვის. 

 

ჩვენი ბიზნესის ან აქტივების გაყიდვის ან გადაცემის შემთხვევაში. 


თქვენი ქვეყნიდან გამომდინარე, თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება ან შესაძლებლობა:

 

  • უარი თქვათ მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე. 
  • გააკეთოთ გარკვეული არჩევანი ქუქიების გამოყენებასთან დაკავშირებით. 
  • უარი თქვით ან შეზღუდეთ თქვენი ბრაუზერში ქცევის გამოყენებაზე ონლაინ ქცევაზე დაფუძნებული სარეკლამო მიზნებისთვის .
  • გქონდეთ წვდომა თქვენ პერსონალურ მონაცემებზე, გაასწოროთ, შეზღუდეთ ან უარი თქვათ მათ დამუშავებაზე, ან მოითხოვეთ მათი წაშლა. 
  • მიიღოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც მოგვაწოდეთ სხვა კომპანიაში გადასაცემად. 
  • გამოიხმოთ ნებისმიერი თანხმობა. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოთ საჩივარი შესაბამის ზედამხედველობის ორგანოში. 

 

თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი უფლებები კანონით ნებადართულ ფარგლებში, როგორც ეს აღწერილია განყოფილებაში „თქვენი უფლებები და არჩევანი“, დაწკაპუნებით „შეიტყვეთ მეტი“. 


ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ჩვენი სავალდებულო კორპორატიული წესებისა და მონაცემთა გადაცემის სხვა მექანიზმების შესაბამისად.


ჩვენ ვინარჩუნებთ უსაფრთხოების შესაბამის გარანტიებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად და ვინახავთ მათ მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში.


თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გარკვეული ფუნქციების გამოყენება, რისთვისაც ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა კომპანიებთან, რომლებიც Mastercard-ისგან დამოუკიდებლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. 


Mastercard-ის პროდუქტები და სერვისები არ მოიცავს 16 წლამდე ასაკის ბავშვებს და არ არის მათთვის განკუთვნილი. თუმცა, Mastercard-ს შეუძლია დაამუშაოს პერსონალური ინფორმაცია 16 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ მშობლის ან მეურვის თანხმობით, ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ შეიტყობთ, რომ Mastercard ამუშავებს ბავშვის პერსონალურ ინფორმაციას კონფიდენციალურობის დაცვის ამ დებულების დარღვევით, შეგიძლიათ ამის შესახებ გვაცნობოთ მისამართზე privacyanddataprotection@mastercard.com


წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება შეიძლება პერიოდულად განახლდეს ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკაში განხორციელებული ცვლილებების ასახვის მიზნით.


შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე privacyanddataprotection@mastercard.com. თუ თქვენი ადგილსამყოფელია EEA-ში ან შვეიცარიაში, შეგიძლიათ გაგზავნოთ თქვენი თხოვნა თქვენ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების განხორციელების თაობაზე  Mastercard-ის "My Data Center" პორტალზე. 

 

Mastercard International Inc. არის პირი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური დამუშავებაზე დამუშავებაზე; თუმცა, თუ თქვენი ადგილსამყოფელი არის EEA-ში ან შვეიცარიაში, Mastercard Europe SA არის სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. 

 

თუ თქვენი ადგილსამყოფელია EEA-ს ან შვეიცარიის ფარგლებს გარეთ და გაქვთ რაიმე შეკითხვა, კომენტარი ან პრეტენზია კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინებასთან ან ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებით, ან თუ გსურთ თქვენი უფლებებისა და არჩევანის გამოყენება, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე 
privacyanddataprotection@mastercard.com, ან მოგვწერეთ: 

 

Global Privacy Officer 
Mastercard International Incorporated 
2000 Purchase Street Purchase
New York 10577 
USA

 

მონაცემთა ცენტრის“ პორტალი 2018 წლის 25 მაისის მდგომარეობით, ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: privacyanddataprotection@mastercard.com; ან მოგვწერეთ: 
Data Protection Officer
Mastercard Europe SA 
Chaussée de Tervuren 198A 
B-1410 Waterloo 
Belgium